Friday, April 24, 2009


“გოლების მეფე”

შოთა არველაძე 1973 წლის 22 თებერვალსაა დაბადებული. იგი აჩისთან, ტყუპისცალ ძმასთან ერთად, ჯერ კიდევ 35-ე სკოლაში იწყებდა... დღეს მისი მიღწევები მთელს მსოფლიოს წვდება: ტიტულები, რეკორდები, გოლები... მოკლედ, აქაც გრძელი სიაა...

თავისუფალი ქართული ფეხბურთის ისტორიაში სწორედ მას ეკუთვნის პირველი საევროტურნირო გოლი, რომელიც 1993 წელს გაიტანა “ლინფილდის” კარში.
ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკებიდან მას სხვადასხვა ქვეყნების უმაღლეს ლიგებში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი, საქართველოს ნაკრების გოლების მთავარი შემოქმედია, თურქეთის და ჰოლანდიის ჩემპიონატების ბომბარდირი... უეფას თასზე კი 27 გოლი გაიტანა და მხოლოდ ჰენრიკ ლარსონს ჩამორჩა, უკან კი ალესანდრო ალტობელი და კარლ-ჰაინც რუმენიგე ჰყავს მოტოვებული

პირველი გუნდი, რომელიც საზღვერგარეთ ძმებმა დალაშქრეს, თურქეთის ტრაბზონსფორი იყო. თურქებმა მას “გოლ კრალი”,- “გოლების მეფე” უწოდეს. შოთა მეკარეების, მცველებისა და თავდამსხმელების ნამდვეილ რისხვად იქცა და 1996 წელს ისე გახდა თურქეთის ჩემპიონატის ბომბარდირი, არც ერთი პენალტი არ დაურტყამს მოწინააღმდეგის კარში.

შემდეგი გუნდი მისთვის აიაქსი იყო. შოთიმ აქაც თავი გამოიჩინა და პირველივე სეზონზე ჰოლანდიის ჩემპიონი, ბომბარდირი, ჰოლანდიის თასის მფლობელი და ბომბარდირი გახდა. აი, შემდეგ ორ სეზონზე კი ბედმა უმტყუნა. იმის მაგივრად, რომ აიაქსში გაეგრძელებინა თამაში და ტიტულების რიცხვი ერთი-ორჯერ გაეზარდა, მძიმე ტრამვასთან მოუწია ბრძოლა.

ბოლო სეზონი აიაქსში 2001-02 წლებში უნდა ეთამაშა, მაგრამ “რეინჯერსმა” უკეთესი პერსპექტივა და პირობები შესთავაზა და შოთიმაც არ დააყოვნა, “აიბროქსს” მიაშურა.

ევროპაში მას მისი არაორდინალური იუმორის გრძნობის და მხიარული, გულღია ხასიათის გამო მრავალი ზედმეტსახელი შეარქვეს: მისტერ ბინი, SHOWTIME, SIMPLE SHOTA... სადაც უნდა წასულიყო, ყოველთვის წინ იყო და გოლებიც უხვად გაქონდა. ამ პერიოდში ის ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი და თასის მფლობელი, 2003 წელს კი სეზონის საუკეთესო მეგოლეც გახდა.

რეინჯერსში თამაშისას შოთი მუხლმა შეაწუხა. ტრავმა ნელ- ნელა ქრონიკული გახდა, თუმცა შოთას ფეხბურთელის კარიერაზე უარი არ უთქვამს. რეინჯერსის შემდეგ “ალკმაარში” გადაინაცვალა და ორი ბრწყინვალე სეზონი ითამაშა.

კარიერის ბოლოს მან ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ელიტურ ლიგას მიაშურა და კარიერას წერტილი პრიმერადივიზიონით დაუსვა. საქართველოში მის ფეხბურთიდან გაცილებას მატჩი მიეძღვნა, რომელიც მართლაც უდიდესი სანახაობა იყო ქართველი და არამარტო ქართველი გულშემატკივარისთვის.

კრიტიკულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი, ინტუიცია, ლიდერობისკენ სწრაფვა, ტექნიკა და შრომა დაეხმარა შოთა არველაძეს იმაში, რომ გამხდერიყო ასეთი წარმატებული ადამიანი, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის საუკეთესო თავდამსხმელი, სამგზის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი (ჟურნალისტთა გამოკითხვით); საქართველოს პროფესიონალური ლიგის გამოკითხვით კი იგი ორჯერ დაასახელეს სპეციალისტებმა საუკეთესოდ. შოთის კარიერა დღეს მწვრთნელის რანგში გრძელდება. იგი ამჟამად “ალკმაარის” მთავარი მწვრთნელის მოადგილეა და იმ გუნდზე ზრუნავს, რომელშიც ერთ დროს თავად თამაშობდა.

შოთი რეკორდსმენიცაა. იგი პირველ ადგილზეა “აიაქსში” მოთამაშე იმ უცხოელებიდან, რომლებმაც ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს ერთ სეზონში. 1997-98 წლების სეზონში მან “აიაქსის” მაისურით 44 ოფიციალური შეხვადრა ჩაატარა და 43 გოლი გაიტანა. მეორე ადგილზეა რეი კლარკი, რომელსაც 1978-79 სეზონებში 38 გოლი აქვს გატანილი, მესამე ადგილზე კი იარი ლიტმანენია 1993-94 წლების სეზონში 34 გოლით. აღსანიშნავია ისიც, რომ შოთის შედეგი თანაფარდობითაც აღემატება კლარკსა და ლიტმანენს. მისი შედეგი საშუალოდ 0,98 გოლია თამაშში.

უნდა აღინიშნოს, რომ შოთამ მშობლიურის გარდა კიდევ 4 ენა იცის: თურქული, ჰოლანდიური, რუსული და ინგლისური და დიდი სურვილი აქვს, იტალიურიც შეისწავლოს, რადგანაც, მისი აზრით, რაც მეტი ენა იცი, მით მდიდარი ხარ. ამ ლოგიკით შოთი მდიდარი თუ არა, საკმაოდ შეძლებული მაინცაა.

შოთიმ და აჩიმ საქართველო ერთად დატოვეს. მართალია, შოთისთან გასაუბრება ვერ შევძელით იმის გამო, რომ იგი ქვეყანაში არ იმყოფებოდა, მაგრამ მის ტყუპისცსალთან შეხვედრა მოვახერხეთ, მან კი გვითხრა, რომ მათი ქვეყნიდან წასვლა საქართველოს იმდროინდელი მდგომარეობითაც იყო გამოწვეული (90-იანი წლების კრიზისი) და პერსპექტივის ძიებითაც, რომელიც მაშინ მათ სამშობლოში, რომელიც სამოქალაქო ომის ცეცხლში იყო გახვეული, არ არსებობდა. თუმცა არველაძეების ოჯახს არასოდეს დაუვიწყებია სამშობლო. ისინი მთელი თავიანთი კარიერის განმავლობაში თამაშობდნენ დინამოში, ზრუნავდნენ და დღემდე ზრუნავენ ქართულ ფეხბურთზე და ერთი ხანობა საკუთარი სახსრებითაც ინახავდნენ გუნდს. მათი ფონდიც ამავე საქმეს ემსახურება. ეს კიდევ ერთი დასურია იმისა, რომ ისინი არიან საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველები, რომლებიც იმაზე მეტს აკეთებენ ქვეყნისთვის, ვიდრე ქვეყანაში მოღვაწე ბევრი ადამიანი....